საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს 28 ქულით სძლია და ევრობასკეტს მიუახლოვდა

საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს 28 ქულით სძლია და ევრობასკეტს მიუახლოვდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთი 28 ქულის სხვაობით – 96:68 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საქართველოს ნაკრებს ამ საკვალიფიკაციოში 1 მატჩი დარჩა სათამაშო – ბარში მონტენეგროსთან, რომელთანაც 7 სექტემბერს თბილისში 2 ქულით წააგო. გამარჯვების შემთხვევაში ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტზე გავა, თუმცა სლოვაკეთის დიდი ანგარიშით დამარცხებით ისეთი მარაგი შეიქმნა, რომ დიდი შანსია, მონტენეგროში წაგების შემთხვევაშიც მოახერხოს კონტინენტის პირველობაზე გასვლა.

სლოვაკეთი ქართველებმა ბრატისლავაში 31 ქულით დაამარცხეს და ლოგიკურად, თბილიშიც იოლად უნდა ემარჯვათ. საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სლოვაკებმა საკაოდ კარგად ითამაშეს პირველ ტაიმში და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 12 ქულით აგებდნენ. სლოვაკებმა რეაბილიტაცია მოახერხეს თორნიკე შენგელიას შტორმისებური შეტევების შემდეგ. 11:11 ანგარიშზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს სპრტი მოუწყო და 14:0 გაქცევის შემდეგ 25:11 დაწინაურდა.
აღნიშნულ ეპიზოდში და მთლიანად, მოედანზე ყოფნისას შეუჩერებელი იყო თორნიკე შენგელია. ქართველმა სუპერფორვარდმა მატჩის საწყის 6 წუთში 17 ქულა ჩააგდო, რის შემდეგმაც მწვრთნელმა მოედნიდან დასასვენებლად გაიხმო. შენგელია მეორე პერიოდში დაბრუნდა და ტაიმი 24 ქულით დაასრულა.
მესამე პერიოდში სლოვაკებმა კიდევ მცირე ხნით მოახერხეს წინააღმდეგობის გაწევა, რის შემდეგაც ქართველების მწყობრმა და შედეგიანმა გარჯამ, ფარის მოგებამ და დაცვაში თამაშის გაუმჯობესებამ შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ქართველებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს ფარზე და საბოლოოდ მეტოქეზე 20-ით მეტი ბურთი მოხსნეს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ზაზა ფაჩულიას, გიორგი შერმადინს, ვიქტორ სანიკიძეს. უკანა ხაზში ბადალი არ ჰყავდა გიორგი ცინცაძეს, რომელიც 7 ქულით, 8 პასითა და 9 (!) პასით დიდად სარგებლიანი იყო.
საქართველოს ნაკრები დღეს, ღამე მონტენეგროში მიემგზავრება, სადაც 17 სექტემბერს ჯგუფის ბოლო მატჩს ჩაატარებს ამ ქვეყნის გუნდთან.
ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო. თბილისი. 14 სექტემბერი საქართველო 96:68 სლოვაკეთი 30:19, 21:20, 20:16, 25:13 სრული სტატისტიკა: 96:68
14 სექტემბერი
მონტენეგრო – ალბანეთი 94:56

მაიკ დიქსონი: მოხარული ვარ რომ ეს თამაში მოვიგეთ, ძალიან კარგი თამაში იყო. ამის ფონზე ძლიან სამწუხაროა რომ წინა თამაშში დავმარცხდით. დიდი მადლობა ფანებს იმ ატმოსფეროსთვის რაც მათ შემნეს დარბაზში. ჩვენ მოტივირებულები ვართ ბოლო თამაშისთვის, რომელიც მონტენეგროში გველოდება.
ილიას ზუროსი: კიდევ ერთხელ – დიდი მადლობა ყველა ჩვენ გულშემატკივარს. ისინი შეუდარებლები იყვნენ დღეს საღამოს. სასიამოვნოა მათ წინაშე თამაში და ფაქტიურად როდესაც საშინაო თამაშები გვაქვს, მე-6 მოთამაშე გვყავს დარბაზში მათი სახით! ამ გამარჯვებას ჩვენ მათ ვუძღვნით! ეს ჩვენი ბოლო საშინაო თამაში იყო და ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს გამარჯვებას, აგრეთვე დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ბოლომდე გაისარჯნენ. ჩვენ უნდა გადავერთოთ შემდეგ თამაშზე რომელიც მონტენეგროში გველოდება. იქ უნდა ვითამაშოთ კარგი დაცვა, რადგან კარგ დაცვას თამაშის მოგება შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ასეთ ძლიერ გუდს ვეთამაშებით. ჩვენი საბოლოო მიზანი ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე თამაშია. დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომლებთანაც კონსტურქცულად ვმუშაობდით ეს პერიოდი და აგრეთვე ყველას ვინც ჩართული იყო ამ სამუშაო პროცესში.
 
ნენად მილოშევიჩი: პირველ რიგში მივულოცავ გამარჯვებას საქართველოს ნაკრებს. მადლობას გადავუხდი ჩემს თანაგუნდელებს იმ ძლისხმევისათვის, რომელიც მათ ამ თამაშში ჩადეს. ჩვენ თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ მესამე მეოთხედიდან საქათველსო ნაკრებმა გაქცევა მოგვიწყო. წარმატებები ბოლო თამაშში მონტენეგროსთან.
 
ივან რუდეჟი (სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): საქართველო ცხადია ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე ჩვენ. მონტენეგროსთან ერთად ისინი ჩვენი ქვეჯგუფის ფავორიტები არიან და იმსახურებენ ითამაშონ ევობასკეტზე საუკეთესო გუნდებს შორის. საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს მე ყმაწვილობიდან ვადევნებდი თვალს – ცინცაძეს, ფაჩულიას, სანიკიძეს და სხებს. მათ შეუძლიათ NBA გუნდივით ითამაშონ, თვალდახუჭულებმა. სანიკიძე ევროპაში ერთერთი საუკეთესო მოთამაშეა მის პოზიციაზე. მისი თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა. ჩვენ თამაშს რაც შეეხება – ჩვენ თავიდან ვაშენებთ ამ გუნდს, ნოლიდან ვიწყებთ და ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ფუფუნება, რომ გუნდში გვყავდეს ამერიკაში მოთამაშე ლეგიონერები. ჩვენი გამოუცდელობის ბრალია სწორედ, რომ 24 დაკარგვა გვქონდა თამაშის განმავლობაში. ასევე რთულია ასეთი გულშემატკივრების წინაშე თამაში, როდესაც მსგავსად ქომაგობენ თავიანთ გუნდს. ისინი შეუდარებლები იყვნენ დღეს!