საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთთან პირველი ტაიმი 39:42 დათმო

სლოვაკეთის ქალაქ პეჟინოკში მიმდინარე ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საწყისი მეოთხედი 15:10 კი მოიგო, მაგრამ მეორე ათწუთეულში მასპინძლებმა იძალეს, 32:24 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე სლოვაკეთის ნაკრები ლიდერი როლში გავიდა – 42:39.