საქართველოს ნაკრებმა თამაშის დღეს “კინდარენაზე” არასრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს ნაკრებმა თამაშის დღეს “კინდარენაზე” არასრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს რუანის „კინდარენაზე“ არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი რუანის კლინიკაში – დიაგნოსტიკის ჩასატარებლად იმყოფებოდნენ, ხოლო ვიქტორ სანიკიძე თავს შეუძლოდ გრძნობდა და დილის ვარჯიშისგან მწვრთნელებმა გაათავისუფლეს.
მცირე დატვირთვისთ ივარჯიშა ბესო ლეჟავამ, რომელსაც წინა ვარჯიშისას ფეხი გადაუბრუნდა. მარკოიშვილს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, მას გუშინდელი ვარჯიშისას მხარში მოარტყეს და დღეს რენტგენს გადაიღებს. შენგელიას კი საკონტროლო გადაღება ესაჭიროება ფეხის კუნთზე, რათა საბოლოოდ დადგინდეს, რომ მისი ტრავმა მოშუშებულია.
სანიკიძე და ლეჟავა დღეს ითამაშებენ, ხოლო მარკოიშვილის და შენგელიას საკითხი ღიადაა. შენგელიას შესახებ ნაკრების ექიმმა თემო ხვედელიძემ გუშინ განაცხადა, თავის დაზღვევის მიზნით თორნიკეს არ ვათამაშებთო.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დღევანდელ მატჩში გუნდებს საშუალება ექნებათ, 14 კალათბურთელი ათამაშონ, თუმცა ეყოლება თუ არა საქართველოს 14 ჯანმრთელი კალათბურთელი, ასეთი ტრავმიანობის ფონზე, საკითხავია.
საქართველოსა და ბელგიის ეროვნული ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
P.S. მარკოიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. რენგგენის გადაღებით გამოჩნდა, რომ მისი მხარი მწყობრშია. დიდი ალბათობით მანუჩარი დღევანდელ შეხვედრაში ითამაშებს