ბრწყინვალედ დაიწყო პორტუგალიაში ტურნირი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. კენ შილდსის შეგირდებმა სადებიუტო შეხვედრაში საკმაოდ ძლიერი რუმინეთი 88:58 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ ტურნირში ამ ორი გუნდის გარდა, ასევე მასპინძელი პორტუგალია და ტუნისი იღებენ მონაწილეობას.ელვაშის დარბაზში შეკრებილმა გულშემატკივარმა საქართგველოს ნაკრების გამართული, შეკრული თამაში იხილა.მიუხედევად იმისა, რომ საქართველოს თავისი ვარსკვლავის, “ატლანტა ჰოქსის” ზაზა ფაჩულიას გარეშე თამაში მოუხდა (ზაზა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, კენ შილდსთან შეთანხმებით რამდენიმე დღით ატლანტაში გაემგზავრა), გუნდმა კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და რუმინეთს გამარჯვების მცირე შანსიც კი არ დაუტოვა.საქართველომ პირველივე მეოთხედში მოიპოვა 14-ქულიანი უპირატესობა და ამის მერე, მშვიდად და დამაჯერებლად აკონტროლებდა შეხვედრის მსვლელობას.ტრავმა მოიშუშა და წლეულს პირველად დაიცვა ეროვნული გუნდის ღირსება ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც შეზღუდულ სათამაშო დროში (12 წუთი) 10 ქულის დაგროვება მოასწრო.კარგად გამოიყურებოდა ტაირონ ელისიც და მთლიანობაში, კენ შილდსის გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა ყველაზე.მეორე შეხვედრაში პორტუგალიას ვხვდებით.
საქართველო – რუმინეთი 88:5825:11, 16:16, 24:15, 23:16საქართველო: ცინცაძე (20 წთ. 2 ქ), ელისი (21 წთ. 9 ქ), მანუჩარ მარკოიშვილი (18 წთ. 11 ქ), სანიკიძე (12 წთ. 10 ქ), უგრეხელიძე (25 წთ. 6 ქ. 7 მ) – გამყრელიძე (21 წთ. 11 ქ. 4 პ), ტუღუში (14 წთ. 8 ქ), ა. ბოისა (14 წთ. 2 ქ. 4 მ), ნაცვლიშვილი (20 წთ. 11 ქ. 6 მ), შერმადინი (8 წთ. 4 ქ), ლეჟავა (11 წთ. 3 ქ), ბაბიაშვილი (15 წთ. 11 ქ).