მაიკლ დიქსონი მშვენიერ ფორმაშია, რაც საქართელოს ეროვნული ნაკრების ქომაგებისთის სასიხარულო ამბავია. ამერიკელი უკანახაზელი ჩვენს ეროვნულ გუნდს 22 ნოემბერს, გერმანიაში შეუერთდება და 24-ში ამ ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ღირსებას დაიცავს.
ნაკრებში გამომგზავრებამდე დიქსონმა თავის კლუბში ბოლო მატჩი გამართა. მისი „სტრასბური“ ერთ-ერთ კონკურენტ „ლიონ-ვილერბანს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 82:76 სძლია.
იქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:44 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 6 პასი მიითვალა. მაიკლმა 7-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
დიქსონის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“სტრასბურგმა” 6 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.