საქართველოს თასის გათამაშება. ფინალი
23 იანვარი. თბილისის სპორტის სასახლე
თსუ 76:91 სსაუ
24:31 20:17 18:27 14:16
თსუ: გაფრინდაშვილი (19ქ, 7პ), ხეცურიანი (4), ფანჩულიძე (3), კეიდია (7), დ. ბარბაქაძე (22ქ, 9მ); მინაშვილი (13), კოხრეიძე (8ქ, 12მ), ლოსაბერიძე
სსაუ: წივწივაძე (11ქ, 6მ), ცინცაძე (21ქ, 6მ, 7პ), გულისაბედაშვილი (3), დიდა (16ქ, 7პ), ათანელიშვილი (23ქ, 13მ); ჩაჩიბაია (10), ტყეშელაშვილი, ნინიაშვილი (4), გ. ბარბაქაძე (3)
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: მერაბ რატიშვილი
საქართველოს თასს ახალი მფლობელი ჰყავს: აგრარული უნივერსიტეტის გუნდი. სსაუ–მ დღეს სპორტის სასახლეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს მოუგო. სტუდენტური გუნდების ფინალი იმდენად დაძაბული არ ყოფილა, როგორ უშეღავათოდაც დაიწყო. მიხეილ კობეშავიძის დამოძღვრილმა აგრარელებმა ძალზედ მობილიზებულად ჩაატარეს მთელი შეხვედრა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.
სსაუ–ს ჰყავდა ლიდერები, მაგრამ მთლიანობაში გამარჯვებას აგრარელებმა გუნდური თამაშის წყალობით მიაღწიეს. დროებით უგუნდოდ მყოფი და თასის გათამაშებაში სსაუ–ს დამატებული გიორგი ცინცაძე აგრარელების დიდი იმედი იყო. ცინცაძე დაეხმარა კიდეც მიხეილ კობეშავიძის გუნდს, მაგრამ რომ არა დანარჩენების სიყოჩაღე, თასს ალბათ სხვა მფლობელი ეყოლებოდა.
ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა რევაზ ათანელიშვილი, რომელმაც 23 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო ცინცაძეს საბოლოოდ 21 ქულა და 7 პასი დაუგროვდა. რევაზ დიდია, ბექა წივწივაძე და ტატო ჩაჩინაია – ეს მოთამაშეებიც იმსახურებენ გამორჩევას, რადგან იმ რთულმა წუთებმა, როცა თამაშის ბედი წყდებოდა, ამათ კისერზეც გადაიარა.
დასაწყისში გუნდები თანაბრად ზრდიდნენ ანგარიშს. ხან ერთი გალიდერდებოდა, ხან მეორე, თუმც პირველი მეოთხედის ბოლოს სსაუ–ს უპირატესობა გამოიკვეთა. ყველა სათამაშო რგოლში უპირატესობას დაეუფლნენ აგრარელები. უკანა ხაზში წივწივაძე–ცინცაძის ტანდემი თსუ–ელებს არაფერს უთმობდა. დიდია და ათანელიშვილი კი წინა ხაზში აქტიურობდნენ, რამაც პირველი მეოთხედის ბოლოს სსაუ თსუ–ს მოსწყვიტა და ამის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტელები ამაოდ ცდილობდნენ ვითარების გამოსწორებას.
თსუ–მ პირველი ტაიმის ბოლოს თამაში გამოასწორა და მეტოქესთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ეს გიორგი გაფრინდაშვილის შედეგიან თამაშს მოჰყვა და დიდ ესვენებას რომ არ მოესწრო, შესაძლოა, თსუ–ს ლიდერობაც მოეპოვებინა. მეორე ტაიმიდან კი აგრარელებმა ყველაფერი თავის კალაპოტში ჩააყენეს, კვლავ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და თსუ–ელებს თამაშის გადარჩენის ყოველგვარი მცდელობა მოუსპეს.
საქართველოს თასის ყველა ფინალი
2003 წელი
ბასკო 85:77 აზოტი
2004 წელი
დინამო 75:72 სტუ
2005 წელი
სტუ 90:84 ავიამშენი
2006 წელი
თსუ–ნიკორა 81:79 (დ.დ) ავიამშენი
2007 წელი
ავიამშენი 83:79 აზოტი
2008 წელი
ავიამშენი 110:90 თსუ
2009 წელი
ავიამშენი 71:80 ენერჯი–ინვესტი
2010 წელი
თსუ 76:91 სსაუ
ფინალის ფოტოგალერეა:
აგრარული უნივერსიტეტისს გუნდი და მისი ქომაგები