ენერჯი ინვესტმა იოლი გამარჯვება მოიპოვა
21 იანვარი. სპორტის სასახლე
ენერჯი ინვესტი – ვითა 92:4229:6, 21:7, 17:11, 25:18ენერჯი ინვესტი: ბაბიაშვილი (17 ქ. 10 მ. 3 ჩ), ა. ბოისა (11 ქ. 6 მ. 2 ჩ. 1 დ), ლიპარტელიანი (9 ქ. 3 მ), სტეფანოვი (8 ქ. 4 მ. 3 პ), დიდია (8 ქ. 4 მ), ლეჟავა (8 ქ. 2 პ), ცეკვავა (8 ქ. 4 მ), ტუჯანი (8 ქ. 7 მ. 1 ჩ. 1 დ), ჩიტაშვილი (8 ქ. 6 პ. 3 მ. 3 ჩ).ვითა: ნიკოლოზ ნოზაძე (14 ქ. 3 პ. 2 მ. 2 ჩ), მარკოიშვილი (11 ქ. 9 მ. 2 დ), ძიძიგური (5 ქ. 3 მ).
რუსთაველების წინააღმდეგ შეხვედრაში, ზურაბ ტომარაძის გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე (მიხეილ ბერიშვილი, ბუბა ბერიშვილი, ბექა წივწივაძე, ლუკა ნოზაძე, დავით ბერძენიშვილი) არ ჰყოლია, რამაც საბოლოოდ, “ენერჯი ინვესტს” თავიდანვე ძალიან დიდი უპირატესობა მოუტანა და პირველი დახევარი დავით უსტიაშვილის გუნდმა 50:13 მოიგო. აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში იყო 44:6.საბოლოოდ, შეხვედრა ლოგიკური შედეგით, ანუ “ენერჯი ინვესტის” გამარჯვებით დასრულდა, ხოლო თსუ-ს ყოფილი წევრის, უკანახაზელის, მიხეილ ჩიტაშვილის ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრა წარმატებული გამოდგა. “ვითას” ერთ-ერთმა ლიდერმა, “ენერჯი ინვესტის” ყოფილმა წევრმა გიორგი მარკოიშვილმა თამაშიდან 19-ში ოდენ 4 სროლა გამოიყენა.
თბილავიამშენი – დინამო 96:6928:15, 21:17, 23:19, 24:18თბილავიამშენი: ნიკოლაძე (23 ქ. 3 მ. 2 პ), მათაიაშვილი (12 ქ. 7 მ. 2 პ), სუხიშვილი (12 ქ. 7 მ. 2 ჩ), ტუღუში (10 ქ. 11 მ. 5 პ. 2 ჩ), იმნაძე (9 ქ. 15 მ. 2 პ. 2 დ. 1 ჩ), კვიმსაძე (8 ქ. 2 მ).დინამო: ჟღენტი (23 ქ. 4 მ. 2 ჩ), ლაფანაშვილი (18 ქ. 9 მ. 2 ჩ. 1 დ), ახალკაცი (9 ქ. 4 მ), ათანელაშვილი (6 ქ. 9 მ).
მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის მოგების შემდეგ, ლევან მოსეშვილის “თბილავიამშენმა” აღნიშნული ტურნირიც წარმატებით დაიწყო და პირველ შეხვედრაში უპრობლემოდ დაამარცხა “დინამო”.“თბილავიამშენის” ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე ტუღუშმა, ამჯერადაც უნივერსალიზმით გამოიჩინა თავი და ცენტრ დავით იმნაძის შემდეგ, ორივე გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა დააგროვა, ხოლო 5 შედეგიანი გადაცემით კი ყველას აჯობა. გიორგი ნიკოლაძემ უკვე მერამდენედ ამ სეზონში გადააბიჯა 15-ქულიან ზღვარს, იმნაძისთვის კი შეტევაში 6 მოხსნა ამ სეზონში სარეკორდო გამოდგა.“დინამოს” რიგებში ძალიან ცუდად შეასრულა თამაშიდან სროლები გუნდის უკანახაზელმა გიორგი გულისაბედაშვილმა, რომელმაც 13-ში ერთადერთი სროლა გამოიყენა.