თსუ ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს
თბილისი. სპორტის სასახლე. 22 იანვარი
თსუ – ვითა 81:6816:22, 24:17, 19:14, 22:15თსუ: ფანჩულიძე (23 ქ. 3 მ. 2 პ. 2 ჩ. 1 დ), არწივიძე (15 ქ. 7 მ. 1 ჩ), ტყეშელაშვილი (13 ქ. 9 მ. 1 ჩ), დ. ბარბაქაძე (11 ქ. 8 მ), კეიდია (10 ქ. 6 მ. 2 პ. 1 დ).ვითა: მარკოიშვილი (17 ქ. 4 მ. 2 ჩ), მარხვაშვილი (17 ქ. 2 მ), ნიკოლოზ ნოზაძე (16 ქ. 6 მ. 3 პ), ბეჟანიშვილი (9 ქ. 6 მ. 4 პ. 1 ჩ).
ისევე როგორც საქართველოს თასის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “ვითას” ამჯერადაც შესუსტებული შემადგენლობით თამაში მოუხდა. ზურაბ ტომარაძის გუნდმა კარგად ჩაატარა პირველი ნახევარი, რომლის მსვლელობისას ერთი პერიოდი 22:11 კი გავიდა წინ. ამის შემდეგ, თსუ-მ თამაში ნელ-ნელა გაათანაბრა და დიდი შესვენების წინ დაწინაურდა კიდეც, ხოლო მეორე ნახევარში კი ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მატჩის ბოლომდე მეტოქეს გადასწრების საშუალება აღარ მისცა. თსუ-მ საბოლოოდ, ამჯერადაც შიო ხეცურიანის გარეშე ითამაშა და მოიგო მატჩი, რის მერეც სტუდენტები ნახევარფინალში გასვლის შანსს კიდევ ინარჩუნებენ. ამისათვის გუნდმა “ენერჯი ინვესტი” უნდა დაამარცხოს.თსუ-სუკანახაზელმა დავით არწივიძემ 7 სამქულიანიდან 5 გამოიყენა და მატჩი მისთვის ამ სეზონში სარეკორდო, 15 ქულითა და 7 მოხსნით (ასევე ამ სეზონის პირადი საუკეთესო შედეგი) დაასრულა.
მაკაბი – დინამო 92:9720:25, 23:22, 22:36, 27:14მაკაბი: გ. შერმადინი (50 ქ. 14 მ. 2 პ), ს შერმადინი (15 ქ. 8 მ. 3 პ. 1 ჩ), პირველაშვილი (10 ქ.3 მ. 2 ჩ), სორდია (8 ქ. 7 პ. 6 მ. 2 ჩ).დინამო: ლაფანაშვილი (26 ქ. 9 მ. 3 პ. 3 ჩ), ჟღენტი (21 ქ. 4 მ. 4 პ. 3 ჩ), ახალკაცი (16 ქ. 5 მ. 3 ჩ), გულისაბედაშვილი (10 ქ. 5 მ. 2 ჩ), ათანელაშვილი (10 ქ. 8 მ. 1 ჩ).
მიუხედავად იმისა, რომ “მაკაბის” ლიდერმა, ცენტრმა გიორგი შერმადინმა 39 წუთში 50 ქულა დააგროვა, მისი გუნდი მაინც დამარცხდა, შერმადინმა კი ქულათა დიდი მარაგისა და 14 მოხსნის გარდა, მატჩი ასევე 7 შეცდომით დაასრულა.რაც შეეხება “დინამოს”, გუნდის კაპიტანმა ლექსო ლაფანაშვილმა 37 წუთში 9 სამქულიანიდან 6 შეასრულა ზუსტად და საბოლოოდ, 26 ქულა გააკეთა. ზაზა ცაგარეიშვილის გუნდმა 37 შორეული სროლიდან 18 გამოიყენა.