საქართველოს U18 ნაკრებმა უნგრეთთან ბრძოლაში წააგო და ლუქსემბურგს შეხვდება

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წარუმატებლად დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ბოლო ტურის მატჩი უნგრეთთან გამართა და ბრძოლაში, 7 ქულის სხვაობით – 59:66 დაასრულა.
ქართველებმა ჯგუფის 5 მატჩიდან ყველა წააგეს და ზეგიდან ბრძოლას 17-24 ადგილებისთვის გააგრძელებენ. ქართველების პირველი მეტოქე ლუქსემბურგი იქნება, რომელმაც C ჯგუფში 5-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო.
რაც შეეხება უნგრეთთან შეხვედრას, ჩვენს გუნდში 20 ქულით და 6 ჩაჭრით საუკეთესო იყო კახა ჟღენტი. 7-7 ქულა სამმა კალათბურთელმა მოაგროვა – ნიკა ჩეჩელაშვილმა, ოთარ პერტაიამ და ნიკა მეცხვარიშვილმა, ხოლო ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა.
D ჯგუფიდან, სადაც საქართველო ასპარეზობდა, პლეი ოფში ხორვატია და ბულგარეთი გავიდნენ.
საქართველო – უნგრეთი 59:66 (სტატისტიკა)