საქართველოს U20 ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფში მინიმუმ მე-2 ადგილი გაინაღდა (VIDEO)

საქართველოს U20 ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფში მინიმუმ მე-2 ადგილი გაინაღდა (VIDEO)

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის ჯგუფური ეტაპი და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ნიკოლოზ ჩექეზიშვილის, გია კაზანჯიანისა და ტიჰომირ ბუიანის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში ალბანეთი  49 ქულით გაანადგურა და ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა.
არსებობს შანსი, რომ ქართველებმა პირველი ადგილიც დაიკავონ და მეოთხედფინალში მძლავ ხორვატიასთან შეტაკება აიცილონ, თუმცა ეს უკვე სხვა მატჩის შედეგზე დამოკიდებული. თბილისის დროით 19:30 საათზე დაიზყება მატჩი რუმინეთსა და მაკედონიას შორის. თუკი მაკედონიელები იმარჯვებენ (არაუმეტეს 48 ქულისა), მაშინ პირველ ადგილზე ჩვენი ნაკრები გავა. რუმინეთს კი უბრალო გამარჯვება სჭირდება ჯგუფის მოსაგებად.
ალბანეთთან მატჩში ყველაფერი პირველი ტაიმის ბოლოს გადაწყდა. ქართველებმა საწყიი პერიოდი 22:8, ხოლო მეორე – 34:7 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 56:15 გალიდერდნენ. საბოლოოდ ქართველებმა 102:53 მოიგეს და ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილი გაინაღდეს.
ჩვენს გუნდში 21 ქულით ბომბარდირი გახდა დავით ლომიძე, თუმცა მარგი ქმედების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი გიორგი კორანტიას ჰქონდა, რომელმაც 9 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 პასი და 1 დაფარება ჰქონდა. 
ალბანეთი – საქართველო 53:102 (სტატისტიკა)