საქართველოს U20 ნაკრებმა ტალინში 4 მატჩი მოიგო და პირველობისთვის “ხიმკის” შეხვდება

საქართველოს U20 ნაკრებმა ტალინში 4 მატჩი მოიგო და პირველობისთვის “ხიმკის” შეხვდება

საქართველსო 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი დღის მსგავსად 25 თებერვალსაც ორივე მატჩი მოიგო და ტალინში მიმდინარე ევროპის ლიგის მე-3 ეტაპის მოსაგებად დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე მისსავით დაუმარცხებელ მოსკოვის „ხიმკის“ შეხვდება.
ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ეტაპის პირველ დღეს პოლონურ „ასეკოს“ და ლატვიურ დსნ-ს სძლია, მეორე დღეს კი ბელარუსული „ოლიმპი 97“ ბუდაპეშტის საკალათბურთო აკადემიის გუნდი დაამარცხა და პლეი ოფში გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა.
საქართველომ ბელარუსულ გუნდს 97:60 სძლია, ხოლო ბუდაპეშტის აკადემიას – 66:34 მოუგო. პირველ შეხვედრაში 11 ქულით ბომბარდირი ლუკა გიორგაძე გახდა. 10 ქულა რატი ნუცუბიძემ მიითვალა, ხოლო 4-მა კალათბურთელმა – დათო აფხაზავამ, ალექსანდრე ფევაძემ, გიორგი კორსანტიამ და დავით ლომიძემ 9-9 ქულა მიითვალეს. უნგრულ გუნდთან შეხვედრაში 13-13 ქულით საუკეთესო შედეგი დავით ლომიძემ და რატი ნუცუბიძემ დააფიქსირეს.

აქამდე გამართული 2 ეტაპში ქართველებს 10 მატჩიდან 6 გამარჯვება ჰქონდათ და 16-გუნდიან ლიგაში მე-4 ადგილზე იყვნენ. ესტონეთში მიმდინარე მე-3 ეტაპზე კი საქართველოს ნაკრებმა უკვე 4 შეხვედრა მოიგო და სატურნირო პოზიციები გაიმყარა. ტალინში მიმდინარე ეტაპზე ოთხივე გამარჯვება აქვს რუსულ „ხიმკისაც“, რომელიც საქართველოს ნაკრებს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში შეხვდება. ამ მატჩის გამარჯვებული ტალინური ტურბირის გამარჯვებული გახდება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის საუკეთესო 4 გუნდი ოთხთა ფინალში გავა და აპრილში მოსკოვში საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.
საქართველო – ოლიმპი (ბელარუსი)      97:60 (სტატისტიკა) საქართველო – ბუდაპეშტი (უნგრეთი)   66:34 (სტატისტიკა)