საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებები ფიბა-მ ევროპის ჩემპიონატებისთვის დააჯგუფა

დღეს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის 2017 წლის ვაჟთა და გოგონათა ახალგაზრდული ჩემპიონატების კენჭისყრა გაიმართა. 18-წლამდელთა A და B დივიზიონების გარდა, კონტინენტის ყველა ასაკობრივ ჩემპიონატს უყარეს კენჭი. 18-წლამდელთა ჯგუფებში განაწილება მომავალ იანვარში, მიუნხენში განხორციელდება და ამის მიზეზი ისაა, რომ 18-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც სამსუნში იყო დაგეგმილი, თურქეთში მომხდარი პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამო 4-თვიანი დაგვიანებით ჩატარდა.
საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებები კენჭისყრის შედეგად შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
20-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 15-23 ივლისი. ორადეა, რუმინეთი C ჯგუფი მაკედონია, საქართველო, ბოსნია, ალბანეთი, რუმინეთი 16-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 10-19 აგვისტო. სოფია, ბულგარეთი D ჯგუფი კოსოვო, საქართველო, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, მაკედონია, პორტუგალია
16-წლამდელები. გოგონები. C დივიზიონი. 25-30 ივლისი. გიბრალტარი A ჯგუფი კოსოვო, საქართველო, მალტა
18-წლამდელები. გოგონები. B დივიზიონი. 4-13 ივლისი. დუბლინი, ირლანდია C ჯგუფი რუმინეთი, ჰოლანდია, ისრაელი, ნორვეგია, საქართველო, შვეიცარია