საქართველოს ვეტერანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმპია და სერბეთი დაამარცხა

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმპია და სერბეთი დაამარცხა

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ამერიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვერ გავიდა, თუმცა საკვალიფიკაციო მატჩებში წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს.
მას შემდეგ, რაც ქართველებმა ჯგუფში 2 მოგების შემდეგ ჩეხებთან დაძაბული ბრძოლა 74:77 წააგეს და პლეი ოფში ვერ გავიდნენ, 9-16 ადგლებისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ და მომდევნო 2 მეტოქე დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების პირველი მსხვერპლი კიდე ერთი სამხრეთამერიკული (ჯგუფში ჩვენებმა ვენესუელა და ჩილე ჯამში 81 ქულით დაამარცხეს) ქვეყნის გუნდი გამოდგა. ქართველებმა კოლუმბიის გუნდს 95:56 სძლიეს.
მორიგი მეტოქე გაცილებით ძლიერი – სერბეთის ნაკრები გახლდათ. ქართველებმა ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნის ვეტერანთა ნაკრებს ტოლი არაფერში დაუდეს. მეტიც, საქართველოს ნაკრები ბოლომდე ბრძოლით მივიდა და გადამწყვეტ წუთებში გამარჯვებაც მოიპოვა – 70:63.