საქართველოსა და თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირი გრძელდება

საქართველოსა და თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირი გრძელდება

საქართველოსა და თბილისის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირში მორიგი მატჩები გაიმართა და სამივე მათგანში “მართვეს” საკალათბურთო სკოლა ასპარეზობდა. კვირას 1 შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა “მართვე 3” 103:87 დაამარცხა. დღეს კი ოლიმპიურმა სასახლემ 2 მატჩს უმასპინძლა. “დინამომ” “მართვე” 109:61 გაანახდურა, ხოლო “ზაზამ” “მართვე 3”-ს 75:60 აჯობა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თბილისის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირში 15 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ერთი წრის შემდეგ ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა, რითაც ავტომატურად საქართველოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს და ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის გააგრძლებს.