“სასკი ბასკონიას” კემპი დასრულდა

“სასკი ბასკონიას” კემპი დასრულდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და “სასკი ბასკონიას“ მიერ ორგანიზებული საკალათბურთო კემპი დასრულდა. თბილისში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ესპანელი მწვრთნელები 2 კვირის განმავლობაში ქართველ ახალგაზრდებს წვრთნებს უტარებდნენ და საბილოოდ 16 პერსპექტიული მოთამაშეც გამოარჩიეს, რომლებსაც ივნისის თვეში ესპანეთში, „სასკი ბასკონიას“ საერთაშორისო კემპზე წაიყვანენ.
„დინამოს“ ბაზაზე თავდაპირველად 160-მა მოზარდმა მოიყარა თავი, რომლებიც 1998-2002 წლებში იყვნენ დაბადებულნი. ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ კემპის მონაწილეთა რაოდენობა განახევრდა და დაახლოებით 80-მა ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით წვრთნა კიდევ 1 კვირით განაგრძო.

ვარჯიშები 24 აპრილს დასრულდა, დღეს კი „დინამოს“ ბაზაზე პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც იმ 16 კალათბურთელის ვინაობა დასახელდა, რომლებიც ივნისის თვეში „სასკი ბასკონიას“ კემპზე მონაწილეობის მისაღებად ესპანეთში გაემგზავრებიან. იქ წარმატებულ მოთამაშეებს კი უმაღლესი დივიზიონის კლუბ „ლაბორალ კუჩაში“ (რომლის მფლობელიც „სასკი ბასკონიაა“) მინიმუმ ერთწლიანი დარჩენა და კონტრაქტი ელოდება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციისა და „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ აღნბიშნულ კემპს როდის მოიცავს. ესაა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5-წლიანი პერიოდის დასაწყისი, რომლის მეშვეობითაც ესპანურმა მხარემ ქართულ კალათბურთში არსებული კონტიგენტი, ახალგაზრდა თაობის შესაძლებლობები გაიცნო. ესწორედ ამაზე ისაუბრეს კემპის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები – კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისა, „სასკი ბასკონიას“ გენერალური დირექტორი ხესუს ვასკესი და ტექნიკური დირექტორი ბორხა კომენჯი დაესწრნენ.

გაგაცნობთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ “სასკი ბასკონიას” ესპანეთშიივნისში დაგეგმილ კემპზე:

მოთამაშე დაბადების წელი კლუბი
1 ირაკლი სულხანიშვილი 2001 იბერი
2 ნიკა დარბაიძე 1998 აკადემია
3 გიორგი კუჭავა 1999 სოხუმი
4 საბა გიგიბერია 2001 ჰიუნდაი
5 ნიკა კუნჭულია 1999 აკადემია
6 დავით კაკუშაძე 2000 არმია
7 ლაშა მიქელაძე 2001 აკადემია
8 ირაკლი კილაძე 2002 დინამო
9 გიორგი გახოკიძე 2000 მართვე
10 საბა გიგიბერია 2001 ჰიუნდაი
11 ბექა ბექაია 2001 ფოთი
12 დაჩი ქავთარაძე 2001 ჰიუნდაი
13 ვლადიმერ თავაქარაშვილი 2002 გორი
14 გიორგი ჭეიშვილი 2001 ქუთაისი
15 რატი ანდრონიკაშვილი 2001 აკადემია
16 ნიკა კეკელიძე 2002 მართვე