რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები დრამატულად წარიმართა და საბოლოო ცხრილს ბევრისთვის მოულოდნელი სახე მისცა. საჩემპიონოდ შემართული “ავიამშენი” და ნტდ სამეულს მიღმა დარჩნენ.
მართალია, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 მატჩი დარჩა, მაგრამ მის შედეგს ცხრილში არაფრის შეცვლა არ შეუძლია. “დინამოს” დღეს შსს-სთვის რომ მოეგო, ბათუმის გადასწრების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ დამარცხდა და ზღვისპირელები ზეგ რუსთავში დამარცხების შემთხვევაშიც დინამოელთა წინ ასრულებენ რეგულარულ ჩემპიონატს.თუმცა ცხრილის თავში მომხდარი ამბები უფრო საინტერესოა. ნტდ-ს თსუ-ს დამარცხება ესაჭიროებოდა სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩებმა დიდი დრამატიზმით ჩაიარა და ისეთი, რომ სამეულში დამკვიდრებულიყო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და 82:95 დამარცხდა. დავაზუსტოთ, რომ გუნდებს სამეულში მოხვედრა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ნახევარფინალში რუსთაველებს (თუკი შსს-ს მოუგებენ) აცდენოდნენ. მეოთხე-მეხუთე ადგილზე გასული გუნდები ხომ ერთმანეთს ხვდებიან მეოთხედფინალში და გამარჯვებული ენერჯი – შსს-ს შორის საუკეთესოს შეერკინება. ნტდ-ს მომგები თსუ-ს რომ სამეულში დარჩენილიყო, მომდევნო მატჩში “სასოფლოს” “ავიამშენისთვის” უნდა მოეგო. ეს მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. თავიდან “ავიატორები” იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მიხეილ კობეშავიძის გუნდმა დაწინაურება მოახერხა და შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა ლიდერობა, რაშიც თითოეულ მოთამაშეს დიდი წვლილი მიუძღვის.თუმცა ბექა წივწივაძის გარჯა განსაკუთრებულად უნდა გამოვარჩიოთ. მან მოლო წუთებში მტკიცე ნერვები გამოავლინა, ჯარიმებიც ჩააგდო, პასებიც არიგა და რაც მთავარია, საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე “ავიატორთა” გამტეხავი სამქულიანიც ჩააგდო. ასევე შედეგიანად ირჯებოდა გიორგი მარხვაშვილი, რომელმაც “სასოფლოში” ყველაზე მეტი, 18 ქულა მოაგროვა.“სასოფლოს” ამ გამარჯვებამ მეორე ადგილი მოუტანა, მესამეზე კი თსუ გავიდა, რომელმაც თანაბარქულიან “ავიამშენს” პირადი შეხვედრების ხარჯზე გადაასწრო. თსუ-მ პირველ წრეში 6 ქულით წააგო “ავიატორებთან”, მეორეში კი 8-ით მოუგო და ცხრილში უპირატესობაც ამიტომ მიენიჭა.მაშ ასე, მეოთხედფინალის 2 წყვილი ცნობილია: “ენერჯი” – შსს, “ავიამშენი” – ნტდ. დარჩენილი ორი წყვილიც თითქმის გარკვეულია, თუმცა ოფიციალური სახე ამ ამბავს ზეგინდელი მატჩის დასრულების შემდეგ მიეცემა.