მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალური სერიის მე–5, გადამწყვეტ მატჩში კანტუელებმა ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ დაძაბურ ბრძოლაში 72:65 დაამარცხეს და საუკეთესო ოთხეულში გავიდნენ.
და ვინ იყო აუკეთესო „კანტუში“ ისევე როგორც წინა 2 მატჩში, ამჯერადაც ბომბარდირი მანუჩარ მარკოიშვილი გახდა, რომელმაც 18 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა და თავისიანთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
და ვინ იყო წაგებულ „კანადიან სოლარში“ საუკეთესო? ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი მიითვალა – 13 ქულა, 12 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
სანიკიძემ 3–დან 2 ორქულიანი, 4–დან 2 სამიანი და 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება მარკოიშვილს, მან 7–დან 5 ორქულიანი, 6–დან 2 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო მოათავსა ბოლონიელთა კალათში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ორივე ქართველი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო, თუმც ორივე ვერ გავიდოდა ნახევარფინალში და ეს მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ მოახერხა, რომელიც ნახევარფინალში რეგულარული ჩემპიონატის მომგებსა და ზოგადად, იტალიის საუკეთესო გუნდ „სიენას“ შეხვდება.
მარკოიშვილმა “კანტუს” გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო