შენგელია “ლაბორალ კუჩას” “ბილბაოს” ძლევაში დაეხმარა

შენგელია “ლაბორალ კუჩას” “ბილბაოს” ძლევაში დაეხმარა

თორნიკე შენგელიას მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. ქართველი ფორვარდის “ლაბორალ კუჩა” სან სებასტიანში გამართულ ბასკურ დერბიში აუტსაიდერ “გიპუსკოა ბასკეტს” 91:83 სძლია.
ქართველი ფორვარდი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 26:30 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში საუკეთესო ფრანგი ლეგიონერი ფაბიენ კოსიე იყო, რომელმაც 6-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და საბოლოოდ, 30:08 წუთში 21 ქულა მიითვალა. 9 მოგებითა და 3 მარცხით შენგელიას გუნდი ცხრილში მე-4 ადგილზეა. 27 დეკემბერს ვიტორიელები „ფუენლაბრადას“ უმასპინძლებენ.