შენგელია მოედანს ნიუ იორკთან 2 ქულით დაუბრუნდა

შენგელია მოედანს ნიუ იორკთან 2 ქულით დაუბრუნდა

14-მატჩიანი შესვენების შემდეგ თორნიკე შენგელია კვლავ მოედანზე გამოჩნდა. 21 ნოემბრის შემდეგ ხან ტრავმის, ხანაც მწვრთნელის პირადი გადაწყვეტილების გამო ქართველ ფორვარდს თამაში არ უწევდა და ერთი ხანობა განვითარების ლიგაში გაშვებას უპირებდნენ, თუმცა თორნიკე ისევ „ბრუკლინშია“ და დღეს, გამთენიისას, მცირედით, მაგრამ მაინც ითამაშა. მწვრთნელმა შენგელია და კიდევ 3 სათადარიგო მაშინ შეუშვა მოედანზე, როცა „ნიუ იორკთან“ მატჩის ბედი გადაწყვეილი იყო.
 
შენგელიამ, მირზა ტელეტოვიჩმა, მარშონ ბრუკსმა და ტაიშონ ტეილორმა „მედისონ სკვერ გარდენში“ გამართული მატჩის ბოლო 2 წუთი ითამაშეს. აღმოსავლეთისა და სრულიად ლიგის ერთ-ერთ ლიდერთან შეხვედრა ბრუკლინელებმა 86:100 დათმეს. იმ 2 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, შენგელიამ 2 ქულისა და 1 მოხსნის მითვლა მოასწრო, თან დაჯარიმდა კიდეც. ხსენებული 4 სათადარიგოდან ტელეტოვიჩი და ბრუკსი უქულოდ დარჩა, ხოლო ტეილორმა ყველაზე მეტი – 4 მოინაგრა.
 

 
ერთ დროს ლიდერთა შორის მყოფი „ბრუკლინი“ დაღმასვლას განიცდის. ბოლო 10 მატჩიდან ნიუ იორკის გარეუბნელებმა 8 წააგეს. ახლა მათ 13 მოგება და 12 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში „ბოსტონთან“ ერთად VII-VIII ადგილებს იყოფენ. შემდეგ შეხვედრაში, 23 დეკემბერს, „ბრუკლინი“ „ფილადელფიას“ უმასპინძლებს.