შენგელია საუკეთესო იყო, “ბასკონიამ” კი მაინც წააგო

შენგელია საუკეთესო იყო, “ბასკონიამ” კი მაინც წააგო

„ანდორას“ კვალზე ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიაას „ბასკონიმაც“. ვიტორიელები სტუმრად აუტსაიდერ “მანრესასთან” 82:87 დამარცხდნენ.
შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ბასკური კლუბის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. თოკომ 22:55 წუთში 3-დან 2 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა და 12 ქულას 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფორვარდს ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. “ბასკონია” 16 მოგებითა და 7 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი დაისვენებს.