შენგელია საუკეთესოა, “ბასკონია” კი ათენში დამარცხდა

შენგელია საუკეთესოა, “ბასკონია” კი ათენში დამარცხდა

თორნიკე შენგელიამ “ბასკონიაში” მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდი თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა ვიტორიელები ათნში “პანათინაიკოსთან” 76:80 დამარცხდნენ.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:24 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიენტი 22-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

წაგების მიუხედავად “ბასკონია” სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე დარჩა. შენგელიას გუნდს 10 მოგების წილ 12 მარცხი აქვს. ვიტორიელები მომდევნო მატჩს 22 თებერვალს, მოსკოვში, ცსკა-ს წინააღმდეგ ჩაატარებენ.