შენგელიამ ბარსელონაში პირველი ოფიციალური მატჩი თამაშა | 8 ქულა და მარცხი ჰაპოელთან

შენგელიამ ბარსელონაში პირველი ოფიციალური მატჩი თამაშა | 8 ქულა და მარცხი ჰაპოელთან

ევროლიგის ახალი სეზონი თორნიკე შენგელიამ ახალ გუნდთან გახსნა – ის „ბარსელონასთან“ ერთად ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ესტუმრა და ისრაელის „ჰაპოელთან“ ითამაშა. მთელი მატჩს განმავლობაში უპირატესობას „ჰაპოელი“ ფლობდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც – 103:87.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 24 წუთი ითამაშა და მატჩი 8 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და 1 დაფარებით დაასრულა.

23 ქულით „ბარსას“ ბომბარდირი უილ კლაიბერნი გახდა. „ჰაპოელს“ კი ანტონიო ბელნკნიმ ულიდერა – 20 ქულა.

ევროლიგაზე მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 3 ოქტომბერს გამართავს. მისი მეტოქე „პანათინაიკოსი“ იქნება.