შენგელიამ ბოლო ტესტში 17 ქულა აიღო

შენგელიამ ბოლო ტესტში 17 ქულა აიღო

ესპანეთის ჩემპიონატის დაწყების წინ ბოლო მოსამზადებელი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” და ქართველი ფორვარდის ლიდერობით გერმანული ბერლინის “ალბა” 87:77 დაამარცხა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:32 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ესპანეთის საკალათბურთო პირველობა სტარტს 27 ოქტომბერს აიღებს, ბასკურ კლუბს კი პირველი მატჩი 29-ში, შინ, “სარაგოსასთან” ელის.