“ბრუკლინ ნეთსის” ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია ნბა-ს განვითრების ლიგაში გაანათხოვრეს. ბრუკლინური კლუბის ატელიტი გუნდი D-ლიგაში “სპრინფილდ რმორია”, რომლის მაისურითაც შენგელიამ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა.
თორნიკესთან ერთად “სპრინგფილდში” გაანათხოვრეს ტაიშონ ტეილორიც, თუმცა “არმორმა”, რომელსაც მიმდინარე სეზონის 8 მატჩიდან 7 მარცხი აქვს, გმრჯვების მოპოვება მაინც ვერ მოახერხა. სპრინფილდელები “სქაიფორსთან” 94:112 დამარცხდნენ.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 32:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 4 შეცდომა დაუშვა და 6 პერსონალური ფოლი მიიღო.
სპრინგფილდელთა რიგებში საუკეთესო უილი რიდი იყო 21 ქულით, ხსენებულმა ტეილორმა კი 31:30 წუთში თამაშიდან 17-დან 5 ტყორცნა გამოიყენა 15 ქულა მიითვალა.
“სპრინგფილდ არმორს” მომდევნო მატჩი ხვალ, გამთენიისას, “მეინ რედ ქლოუს” წინააღმდეგ ელის. შენგელიას გუნდი კვლავ მასპინძლის როლში იქნება.