შენგელიამ პირეოსში “ოლიმპიაკოსთანაც” ითამაშა

შენგელიამ პირეოსში “ოლიმპიაკოსთანაც” ითამაშა

თითქმის ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს გასულ უქმეებზე დაბრუნებულმა თორნიკე შენგელიამ მეორე მატჩი გამართა. ქართელი ფორვარდის „ლაბორალ კუჩამ“ ევროლიგის მორიგ ტური სტუმრად ბერნულ „ოლიმპიაკოსთან“ ითამაშა და დაძაბულ ბრძოლაში – 52:59 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. შენგელიას ფეხის საკმაოდ რთული ტრავმა ჰქონდა და ხანგრძლივი რეაბილიტაციისა და შესაბამისად, უვარჯიშებლობის გამო მწვრთნელები ჩვეულებრივ არ ტვირთავენ. თუკი პირველ ჯერზე, „ბარსელონასთან“ შენგელიამ 10 წუთი ითამაშა, ის „ოლიმპიაკოსთან“ 9:27 წუთი ათამაშეს.

ქართველი ფორვარდი მოედანზე საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა შეტევას ეს არ ეხება. შენგელიას ბერძნული კლუბის ფარისთვის არ შეუტევია, სხვა კომპონენტებს რაც შეეხება – 3 მოხსნა, 2 ჩჭრა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 1 ჯარიმა მიიღო და ბურთო 2-ჯერ დაკარგა, ხოლო მასზე პირეოსელები 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
„ლაბორალ კუჩას“ ბერძენმა ცენტრმა იანის ბურუსისმა 16 ქულითა და 15 მოხსნით ულიდერა, 11-11 ქულა დააგროვეს იაჯა ბლაჟიჩმა და დარიუს ადამსმა. უფრო გუნდურად მოთამაშე „ოლიმპიაკოსში“ ქულები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. 10 ქულით ბომბარდირი ვასილის სპანულისი გახდა, 9 და 8 ქულა შესაბამისად ვანგელის მანცარისმა და ოტელო ჰანტერმა მიითვალეს, ხოლო 6 ქულა ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა მოაგროვა.
4 მოგებითა და 3 მარცხით შენგელიას გუნდი „ბ“ ჯგუფი მეორე ადგილზე, ხოლო „ოლიმპიაკოსმა ამ გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. დარჩენილ 3 ტურში „ლაბორალ“ კუჩას 1 გამარჯვება სჭირდება, რომ მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვოს. შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი 3 დეკემბერს, შინ ბელგიურ „ლიმოჟთან“ გამართავს.