შენგელიას 11 ქულა და 1-ქულიანი მარცხი სტამბოლში

დასანანი მატჩი დათმო და მეტად საჭირო ფამარჯვება ვერ მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“. ევრილიგის მეორე ეტაპზე, საიდანაც პლეი ოფში ჯგუფის 8 გუნდიდან სსაუკეთესო 4 გადის, ვიტორიელებმა ერთ-ერთ-კონკურენტთან მატჩი სტუმრად 1 ქულით – 90:91 დათმეს.
„ლაბორლ კუჩა“ სათამაშოდ სტამბოლში, „ფენერბაჰჩესთან“ იმყოფებოდა და მიუხედავად იმისსა, რომ მესამე მეოთხედის შუაწელში 15 ქულით ჩამორჩებოდა, თამაშის მოგება მაინც შეელო. შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე ვიტორიელები 1 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლო წამებზე მაპინძლებმა მეტი მობილიზება გამოიჩინეს, ფორტუნამაც გაუმართლათ და გამარჯვებას მიაღწიეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 14:19 წუთით გამოჩნდა. დროის ამ რაოდენობის კვალობაზე შენგელია საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 11 ქულასთან ერთად თორნიკეს 2 მოხსნა ჰქონდა.
ვიტორიელთაგან გამორჩეულად ბევრი ქულა არავის ჩაუგდია. 15 ქულით ბომბარდირი ფერნანდო სან ემეტერიო გახდა, 14-14 ქულა დავის ბერტანსმა და მაიკ ჯეიმსმა დაგროვეს. ფენერბაჰჩეში კი საუკეთესო ნემანია ბიელიცა გახლდათ, რომელმაც 14 ქყულა და 15 მოხსნა მიითვალა. სტამბოლელთა რიგებში არ უთამაშია ქართული პასპორტის მქონე ტრავმირებულ რიკი ჰიკმანს,, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სავარაუდოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურა უნდა მოირგოს.
ამავე ჯგუფში მარცხი განიცადა ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდმ“, რომელმაც მალაგაში, „უნიკახასთან“ 76:85 წააგო. ფაცაციამ 9 წუთი ითამაშა და 5 სროლა, 3 სამიანი და 2 ორიანი ააცილა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ერთადერთი მოხსნა დაგროვდა.
მორიგ ტურში, 12 თებერვალს, „ნიჟნი ნოვგოროდი“ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს, ხოლო შენგელიას გუნდი შინ “უნიკახას” მიიღებს.

F ჯგუფი

ბურთების

შეფარდება

+/-
ცსკა

5

1

541

493

48
ოლიმპიაკოსი

5

1

454

411

43
ფენერბაჰჩე

4

2

468

439

29
ეფესი

4

2

462

465

-3
ლაბორალ კუჩა

2

4

494

495

-1
ნიჟნი ნოვგოროდი

2

4

493

496

-3
უნიკახა

1

5

427

472

-45
ემპორიო არმანი

1

5

426

494

-68