თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის ევროლიგის მორიგ ტურში სერბულ “ცრვენა ზვეზდას”უმასპინძლა და ისე სძლია, არაფერი გასჭირვებია – 103:84.
ქართველი კალათბურთელი სასტარტოში არ ყოფილა. შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24:32 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგ ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი როდრიგ ბობუა გახდა 25 ქულით, სტუმართაგან კი “მეგა ბემაქსში” გოგა ბითაძის ყოფილი თანაგუნდელი დილან ენისი გამოირჩა – 22 ქულა.
10 მოგებითა და 11 მარცხით “ბასკონია” მე-9 ადგილზეა და მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება საპლეიოფო მე-8 ადგილზე მყოფ თელ ავივის “მაკაბის”. მომდევნო ტურში, 8 თებერვალს ბასკონიელები ათენის “პანათინაიკოსს” ესტუმრებიან.