შენგელიას 11 ქულა და მორიგი გამარჯვება პრიმერადივიზიონში

შენგელიას 11 ქულა და მორიგი გამარჯვება პრიმერადივიზიონში

თორნიკე შენგელიას გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. „ლაბორალ კუტჩამ“ „გიპუზკოა ბასკეტს“ უმასპინძლა და 79:62 გაანადგურა.
ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაშ 24 წუთი გაატარა. შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში თოკომ 11 ქულა, 3 მოხსნა, 2დაფარება და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა.
შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 12 შეადგინა და ის 2 ერთეულით ჩამორჩა თავის გუნდელებს – ტომას უერტელს და ლამონ ჰამილტონს.
3 მოგებითა და 4 მარცხით „ლაბორალი“ 18-წუნდიან პრიმერადივიზიონში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ვიტორიელები 23 ნოემბერს, სტუმრად „ხუვენტუდთან“ გამართავენ.