შენგელიას 15 ქულა, 10 მოხსნა და მარცხი მადრიდის რეალთან

შენგელიას 15 ქულა, 10 მოხსნა და მარცხი მადრიდის რეალთან

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი მადრიდის “რეალთან” გამართა. ეს შეხვედრა ქართველი ფორვარდისთვის ესპანურ ლიგაში მე-100 იყო. შენგელიამ შედეგიანადითამაშა და ორმაგ დუბლს უწია, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და გამარჯვება სამეფო კლუბს დარჩა – 81:68.

ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 26:54 წუთი გაატარა. შენგელიას ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რაც ბასკურ კლუბში საუკეთესო შედეგი გახლდათ. სტუმართაგან 10 და მეტი ქულა ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, საუკეთესო კი სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი იყო – 12 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი.

“ბასკონიას” 8 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში V-VII ადგილებს იყოფს. შემდეგ ტურში, 7 იანვარს, ბასკონიელები “ვალენსიას” უმასპინძლებენ.