თორნიკე შენგელია წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ესპანური „ბასკონიის“ ქართველი ლეგიონერი თავის გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „ესტუდიანტესის“ დამარცხებში დაეხმარა.
გასვლით შეხვედრაში ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24:49 წუთში 21 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 13-დან 8 ორქულიანი, სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25-ს შეადგინა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შენგელიას კვალე სტუმართაგან 20 ქულით ამერიკელ შეინ ლარკინი გამოირჩა, მასპინძლებს კი ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ედვინ ჯეკსონმა ულიდერა 24 ქულით.
“ბასკონიამ” 17 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და “რეალთან” და “ბარსელონასთან” ერთად, მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს, თანაც ლიდერებს – “ვალენსიას” და “ტენერიფეს” მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩება. „ბასკონიას“ მორიგი ტურის მატჩი 2 აპრილს შინაურ არენაზე „ბეტისთან“ ელის.