შენგელიას 8 ქულა მოქმედ ჩემპიონთან წაგებულ მატჩში

შენგელიას 8 ქულა მოქმედ ჩემპიონთან წაგებულ მატჩში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატში მარცხი განიცადა. ბასკონიელები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “ვალენსიას” ესტუმრნენ და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას 11 ქულით იგებდნენ, საბოლოოდ შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 77:81 დათმეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 19:56 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. თოკომ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

“ბასკონიას” 19 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და “ბარსელონასთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, ვალენსიელები კი ამ დუეტს 1 გამარჯვებით ჩამორჩებიან. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 აპრილს, შინ, ტენერიფეს “იბეროსტართან” გამართავს.