„ლაბორალ კუჩა“ წაგებებს განაგრძობს. თორნიკე შენგელიას გუნდი წინა ტურში აიტსაიდერ „ფუენლაბრადასთან“ დამარცხდა, ახლა კი პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლ „მურსიასთან“ შეხვედრა საკუთარ მოედანზე დათმო.
საბედნიეროთ ამ ტურში დამარცხდა „ხუვენტუდიც“ და შენგელიას გუნდმა მე-6 ადგილი შეინარჩუნა. დარჩენილ 3 ტურში ვიტორიელებს მობილიზება მართებთ, პლეი ოფში რომ დაიგულონ ადგილი.
„მურსიასთან“ 77:85 წაგებულ შეხვედრაში შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:50 წუთი გაატარა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ქართველმა ფორვარდმა 9 ქულა, 5 მოხსნა 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით შენგელია ვიტორიელთაგან მხილოდ ფაბიენ კოსიეს და მაიკ ჯეიმსს ჩამორჩა.
17 მოგებითა და 14 მარცხით „ლაბორალ კუჩა“ ცხრილში მე-6 ადგილზეა, მორიგ მატჩს კი 10 მაისს სტუმრად „ესტუდიანტესთან“ გამართავს.