ზედიზედ 2 მოგების შემდეგ, თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მატჩი წააგო, თუმცა ფინალში გასვლის მეტოქეზე რეალურ კანდიდატად რჩება. ბასკონიელებმა სერიის მე-3 მატჩი კატალონიაში გამართს, სადაც მასპინძელმა “ბარსელონამ” დაძაბულ ბრძოლაში – 67:65 იმარჯვა და საერთო ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა – 65:67.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:06 წუთში სტუმართაგან ყველაზე მეტი – 11 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა (ერთხელ ბოლო წამებზე, როდესაც მატჩის გადარჩენა შეეძლო), 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ნახევარფინალის მე-4 შეხვედრა კვლავაც ბარსელონაში 10 ივნისს ჩატარდება. ამასობაში 1 ფინალისტი გაირკვა – მადრიდის “რეალი”, რომელმაც “გრან კანარია” 3:0 დაამარცხა.