შენგელიას გამორჩეული თამაში და 1 ნაბიჯი ჩემპიონობამდე

შენგელიას გამორჩეული თამაში და 1 ნაბიჯი ჩემპიონობამდე

გახდება თუ არა თორნიკე შენგელია ბელგიის ჩემპიონი, ეს 8 ივნისს გაირკვევა. სწორედ ამ დღეს გაიმართება ბელგიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც „შარლერუა“ სტუმრად „ოსტენდეს“ შეხვდება. ამ გუნდებს შორის სერიის მეოთხე მატჩი კი ამ გუნდების მატჩშარლერუაში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით – 70:65 დასრულდა. შესაბამისად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა (2:2) და საქმე სუპერფინალურ მატჩამდე მივიდა.
შარლერუელებმა რომ შეხვედრა არ წააგეს და ჩემპიონობა „ოსტენდეს“ არ გადაულოცეს, ეს ქართველი კალათბურთელის დამსახურებაცაა. თორნიკე შენგელიამ ბოლო მეოთხედში შესანიშნავად ითამაშა და თავისიანებს 6 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. არადა, გადამწყვეტი ათწუთეულის წინ „შარლერუა“ 5 ქულით აგებდა და მარცხთან ახლოს იყო.

საბოლოოდ შენგელიამ 10 ქულა, 9 მოხსნა 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიას ამ შედეგის საჩვენებლად მხოლოდ 17 წუთი დასჭირდა. მოხსნებში შენგელია მატჩში საუკეთესო იყო, ხოლო ქულებში თავისიანთაგან მხოლოდ დემონ მალემ აჯობა, რომელმაც 14 ქულა მიითვალა.
მაშ ასე, ყველაფერს 1 მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 8 ივნისს ოსტენდეში გაიმართება.