შენგელიას გუნდი ფინალურ სერაში 1:2 ჩამორჩა

შენგელიას გუნდი ფინალურ სერაში 1:2 ჩამორჩა

თორნიკე შენგელიას „შარლერუამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა დაებრუნებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. ბელგიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მესამე მატჩში „ოსტენდემ“ დაკუთარ მოედანზე ბოლომდე იბრძოლა და მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით – 82:79 იმარჯვა და საერთო ანგარიშით 2:1 დაწინაურდა.
შარლერუელებმა შესნიშნავი 3 მეოთხედი ჩაატარეს. გადამწყვეტი ათწუთეულის წინ შენგელიას გუნდი 3 ქულით იგებდა, თუმცა საბოლოოდ სწორედ ამდენით წააგო. გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლებმა იძალეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულინი ჩააგდო, თითო სამიანი და საჯარიმო გააცუდა. შარლერუელთაგან საუკეთესო კრისტოფ ბეგინი გახდა, რომელმაც 21 წუთში 19 ქულა მიითვალა, მაგრამ გასამარჯვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დამარცხებულებს განაჩენი ოსტენდელმა უინსტონ კენედიმ გამოუტანა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა.
ფინალური სერიის მე-4 მატჩი შარლერუაში 5 ივნისს შედგება და თუკი მასში შენგელიას კლუბმა იმარჯვა, გადამწყვეტ შეხვედრას  8 ივნისს “ოსტენდე” უმასპინძლებს.