17 წლის თორნიკე შენგელია ევროპის ერთ–ერთი უძლიერესი ლიგის გუნდის ხუთეულში ფეხს იდგამს. ვალენსიური „პამესას“ ქართველმა ფორვარდმა ესპანური პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში “ბრუესასთან“ საშინაო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე მისთვის სარეკორდოდ ბევრი – 23 წუტი გაატარა, რის განმავლობაშიც 8 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოიხვეჭა, მისმა გუნდმა კი 75:66 გაიმარჯვა.
თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო – სხვა ღირებულების სროლა მას არ განუხორციელებია. ესპანეთის ჩემპიონატში შენგელია უკვე მეორედ გამოჩნდა ვალენსიელთა სასტარტო შემადგენლობაში. პიველად, თვენახევრის წინ, “რიკო მანრესასთან” შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. „პამესა“ 14 გამარჯვებითა და 11 მარცხით მე–7 ადგილზეა.
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ითამაშა ნიკოლოზ ცქიტიშვილმაც, ვისი გუნდიც 11 გამარჯვებითა და 13 წაგებით მე-9 საფეხურამდე დაქვეითდა. „სკიტას“ „ფუენლაბრადა“ ამჯერად „მანრესასთან“ შინ 78:87 დამარცხდა.
ცქიტიშვილმა მადრიდელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 21 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ნიკოლოზმა 4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.
ამავე ტურში გამოირჩა ტაირონ ელისი, ვისმა “კახასოლმაც” საკმაოდ მძლავრ “ხუვენტუტთან” გასვლით შეხვედრაში სენსაციურად – 89:81 იმარჯვა, რაშიც საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა დიდი წვლილი დაიდო. ელისმა სევილიელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სტუმრებს 30 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი შეაწია.
ტაირონმა 6-ვე ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანიანიდან ყველა ააცილა.
შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სევილიელებმა 30:19 მოიგეს.
ამ გამარჯვების წყალობით “კახასოლმა” ბოლო ადგილს თავი დააღწია და 6 მოგებითა და 18 მარცხით მე-16 საფეხურზე გადაინაცვლა.
შენგელია “ბრუესას” კალათს უტევს
თორნიკე შენგელიას ბრუესელი
ბერნარდ ჰოპკინსი ეპაექრება