შენგელიას MVP-ს სტატუსი ვიტორიელებს “მურსიას” დასამარცხებლად არ ეყოთ

შენგელიას MVP-ს სტატუსი ვიტორიელებს “მურსიას” დასამარცხებლად არ ეყოთ

თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა. ქართველი ფორვარდის „კუჩა ლაბორალი“ სტუმრად „მურსიას“ ეთამაშებოდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მაინც მოახერხეს – 93:88.
შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. 16 ქულით თორნიკე ვიტორიული გუნდის ბომბარდირი გახდა და მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე უკეთესი ჰქონდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 23:01 წუთში კი 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თოკომ 4-დან 3 ორქულიანი, ორივე სამქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს ბერტანსი (14), ჯეიმსი (13) და აივერსონი (12) ასცდნენ, მურსიელებს კი ვუდმა ულიდერა, რომელმაც 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და თავი 26 ქულას მოუყარა.
შენგელიას გუნდს 5 მოგება და 7 მარცხი გააჩნია და ესპანურ პრიმერადივიზიონში, სადაც 18 გუნდი თამაშობს, მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 28 დეკემბერს, „ლაბორალი“ „სევილიას“ უმასპინძლებს.