ზედიზედ მეორე მატჩია, თორნიკე შენგელია „ბასკონიას“ სასტარტო ხუთეულშია და ორჯერვე, შედეგიანობით გამოირჩა ტრავმის მოშუშების შემდეგ შენგელია პირველად 5 დღის წინ, ცსკა-სთან საევროლიგო მატჩში გამოჩნდა სასტარტოში და თავის გუნდს ევროპის გრანდი დაამარცხებინა. წუხელ კი შენგელიამ „ბასკონიას“ ისევ ივროლიგის მატჩში ულიდერა ვიტორიულ კლუბს, რომელმაც მორიგი გამარჯვება გერმანიაში – „ბამბერგთან“ იზეიმა – 96:71.
თორნიკემ 24:49 წუთში 16 ქულა, 12 მოხსნა (4 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. ქართელმა ფორვარდმა 12-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფორვარდმა ორმაგი დუბლი პირველივე ტაიმში შეასრულა, მისი სარგებლიანობის კოფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა, რითაც ის ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ჩეიზ ბადინგერს ჩამორჩა. “ბასკონიას” ამერიკელმა ლეგიონერმა თამაში 17 ქულით, 5 მოხსნით, 3 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.
შენგელიას გუნდმს 16 მოგება და 11 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი, უკვე 23 მარტს, შინ, ათენის “პანათინაიკოსის” წინააღმდეგ გამართავს.