თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია იოლი გამარჯვებით დაიწყო. ბასკურმა გუნდმა კატალონიურ “ბარსელონას” უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის ლიდერობით 86:61 გაანადგურა.
შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 17:04 წუთით გამოჩნდა, თუმცა ეს დრო საკმარისი იყო საიმისოდ, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. თორნიკემ 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ჯამში თორნიკემ 13 ქულა, 5 მოხსნა და თითო პას-დაფარება მიითვალა.
ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის ინდექსმა 17 შეადგინა, რაც “ბასკონიის” გერმანელ ცენტრ იონას ვოიგტმანთან (9 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი) ერთად მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ. “ბასკონია” სერიაში 1:0 დაწინაურდა, თუმცა ფინალში გასვლამდე კიდევ 2 გამარჯვება სჭირდება. სერიის მეორე მატჩი ივნისს, ისევ ბასკონიელთა მოედანზე გაიმართბა.
მეორე ნახევარფინალურ სერიაში მადრიდის “რეალი” 1:0 უგებს “გრან კანარიას”.