შერმადინი “პანათინაიკოსს” “კოლოსოსთან” დაეხმარა

შაბათს საქართველოს ნაკრების საზღვარგარეთ მოთამაშე წევრთაგან მხოლოდ 2 გავიდა მოედანზე. ვლადიმერ ბოისა და გიორგი შერმადინი. პირველის გუნდი ადრიატიკის ლიგაზე სტუმრად პარტიზანთან 74:86 დამარცხდა, ხოლო შერმადინის „პანათინაიკოსმა“ საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩში ათენში „კოლოსოსი“ გაანადგურა – 92:60.
შერმადინს ზოგადად მცირე ხნით ათამაშებენ ბერძნულ გრანდში, მაგრამ წუხელ მას 22 წუთით მოუწია მოედანზე გასვლამ და თავიც გამოიჩინა. შერმადინმა 8 ცდიდან 6 საჯარიმო და 4–დან 1 ორიანი ჩააგდო, რასაც სამქულიანიც მოაყოლა და თამაში 11 ქულით დაასრულა. ამის გარდა გიორგიმ 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბურთი კი 2–ჯერ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ შერმადინმა 5 პერსონალურის გამო დატოვა მოედანი.
„პანათინაიკოსში“ საუკეთესო შარუნას იასიკევიჩუსი გახდა 20 ქულით.
„პანათინაიკოსს“ „ოლიმპიაკოსის“ დარად 13 მატჩიდან 12 გამარჯვება აქვს და საბერძნეთის ჩემპიონატის თანალიდერია.
 
ჩვენი ნაკრების ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამ კი 36 წუთი ითამაშა და 7 ქულას, 5 მოხსნას, 1 პასს მოუყარა თავი. მან 9 ორქულიანიდან 2 ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანი მცდელობიდან 1 გაარტყა მიზანში.
„ზადარს“ 10 მოგება და 7 მარცხი აქვს, რითაც 14–გუნდიან ადრიატიკის ლიგაზე 6 ადგილზე იმყოფება.
 

გიორგი შერმადინი