გორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერთან შედეგიანად ითამაშა. მის „მორაბანკ ანდორას“ კი ჩემპიონატის ერთადერთ წაუგებელ გუნდ „ვალენსიასთან“ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა.
შეხვედრა თანაბარი გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. გიორგი შერმადინი ერთ-ერთი გამორჩეული იყო მასპინძელთა რიგებში. ქართველი კალათბურთელის შედეგიანობის წყალობით „ანდორა“ უმეტესად იგებდა, თუმცა საბოლოოდ ვერ გაუძლო წაუგებელი გუნდის ზეწოლას და ბრძოლაში – 78:86 დამარცხდა.
შერრმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 18:09 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა სროლები 100-პროცენტიანი სიზუსტით შეასრულა: 5-დან 5 ორქულიანი და 2-დნ 2 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულას გიორგიმ 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ქართველ ცენტრს ბეტინო გომესთან და შონ ჯონსთან ერთად ანდორელთაგან მარგი ქმედების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (18) დაუგროვდა. ჯონსმა 14 ქულა მიითვალა, გომესმა – 12.
7 მოგებითა და 8 მარცხით „ანდორა“ ესანეთის ჩემპიონატში 6-9 ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურის მატჩს ანდორელები შინ, 16 იანვარს, „სევილიასთან“ გამართავენ.