შერმადინის 11 ქულა და მორიგი ევროგამარჯვება გერმანიაში

შერმადინის 11 ქულა და მორიგი ევროგამარჯვება გერმანიაში

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ULEB-ის ევროთასზე გასვლითი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ქართველმა ცენტრმა საკუთარი წვლილი შეიტანა. მალაგელები D ჯგუფის მე-7 ტურის მატჩში გერმანიაში “სკაილაინერსს” შეხვდნენ და 84:78 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით “უნიკახამ” გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა. შეგახსენებთ, რომ 6-გუნდიანი ჯგუფებიდან მომდევნო ეტაპზე 4-4 საუკეთესო გადის.

შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე არასრული 16 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 11 ქულასთან ერთად გიორგიმ 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ბომბარდირი 14 ქულით ადამ ვაჩინსკი გახდა, ხოლო მალაგელთაგან  საუკეთესო შედეგი კარლოს სუარესმა დააფიქსირა – 6 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი.

7 ტურის შემდეგ 6 მოგებით “უნიკახა” ყაზანის “უნიკსთან” ერთად D ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს მალაგელები 21 ნოემბერს, შინ, მონტენეგროს “მორნართან” გამართავენ.