შერმადინის 17 ქულა და ტენერიფეში 2 ქულით მოგებული მატჩი

შერმადინის 17 ქულა და ტენერიფეში 2 ქულით მოგებული მატჩი

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე მატჩი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თავის კლუბ ანდორას გასვლითი მატჩი მოაგებინა. ანდორელებმა ტენერიფეში იბეროსტარი დაძაბულ ბრძოლაში – 83:81 დაამარცხეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 10-დან 7 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. პასივში ქართველ ცენტრს 2 დაკარგვა ჰქონდა.
გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 ერთეული შეადგინა და ამ მაჩვენებელში ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ბენიტო გომესს ჩამორჩა, რომელმაც 27 წუთში 21 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
ანდორელებს 2 ტურის შემდეგ თითო მოგებ-წაგება აქვთ, შემდეგ ტურში კი, 25 ოქტომბერს მანრესას უმასპინძლებენ.