შერმადინის 21 ქულა და 15 მოხსნა მადრიდში, “რეალთან” ოვერტაიმში წაგებულ მატჩში

შერმადინის 21 ქულა და 15 მოხსნა მადრიდში, “რეალთან” ოვერტაიმში წაგებულ მატჩში

გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე ახლოს იყვნენ, ესპანეთისა და სრულიად ევროპის ერთ-ერთი დიდი მოულოდნეობა დაეფიქსირებინათ. 2 დღის წინ მარიდის „რეალმა“ ევროლიგაში  ცსკა-ს მოუგო, დღეს კი ესპანეთის პირველობაზე მის დედაქალაქში ქართველ ლეგიონერთა კლუბს შეხვდა. სამეფო კლუბი მთელი თამაში აგებდა და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა შეძლო, სადაც გამარჯვებამდე მისვლა მოახერხა – 96:92.

გიორგი შერმადინმა სეზონისა და სრულიად ესპანური კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრი გასული ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა და ახლაც, საუკეთეო თუ არ გახდა, საუკეთესოთა შორის აუცილებლად დასახელდება. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 41 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მთელი 11 ერთეულით გადააჭარბა მადრიდელთა საუკეთესო – მექსიკელი ცენტრის, გუსტავო აიონის ანალოგიურ შედეგს.
შერმადინი ანდორელთა მთავარი დამრტყმელი ძალა იყო მოედნის ორივე ბოლოში. შეტევაში ქართველ ცენტრს ბადალი არ ჰყავდა და დაცვაშიც გამოირჩეოდა. მოდანზე გატარებულ 35 წუთში გიორგიმ 8 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 9 საჯარიმოდან 7 მიითვალა და 21 ქულას უწია. ამას შერმადინმა 15 მოხსნა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა, რითაც ტურის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
მარგი ქმედების კოეფიციენტით (39)  შერმადინი მე-11 ტურიც საუკეთესო იყო, თუმცა MVP-ის ტიტული იმის გამო არ მისცეს, რომ მისი გუნდი “ესტუდიანტესთან“ (85:87) დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში შერმდინმა 16 მოხსნით ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა აღნიშნულ კომპონნენტში.
რაც შეეხება ანდორელთა მეორე ქართველ ლეგიონერს, ბექა ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 16:13 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა დ 1 პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
მადრიდელთაგან 23 ქულით გამოირჩა სერხიო ლიული, ზემოთნასენებმა გუსტვ აიონმა კი 14 ქულა და 15 მოხსნა მიითვლა. 15 ქულა ჰქონდა რუდი ფერნანდესს, ხოლო იონას მაჩიულისმა „რეალს“ 12 ქულა მიაშველა. დასანანი მარცხის შემდეგ „ანდორას“ 15 მატჩში 8 მოგება დაუგროვდა და ამ შედეგით ცხრილში მე-8 ადგილზეა. მორიგ ტურში, 15 იანვარს, „ანდორა“ „რეალ ბეტისს“ უმასპინძლებს.