შერმადინის 6 ქულა, 5 მოხსნა და გამარჯვება “მანრესასთან”

შერმადინის 6 ქულა, 5 მოხსნა და გამარჯვება “მანრესასთან”

გიორგი შერმადინის „მორაბანკ ანდორამ“ გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. ანდორელები სტუმრად „მანრესას“ შეხვდნენ და 13 ქულით – 74:61 იძალეს.
საქართელოს ეროვნული ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მწვრთნელმა შერმადინი 19 წუთით დატვირთა, რის განმავლობაშიც გიორგიმ 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულით ანდორელთაგან ბომბარდირი ლუკა ბოგდანოვიჩი გახდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინს მხოლოდ ვლადან სტოიანოვსკიმ გადაასწრო, რომელმაც 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
11 მოგებითა და 13 მარცხით „ანდორა“ მე-10 ადგილზეა. დარჩენილია 10 ტური, რის განმავლობაშიც  შერმადინის გუნდი საუკეთესო 8 გუნდში შესვლას და პლეი ოფში თამაშს ეცდება. მომდევნო მატჩი ანდორელებს 26 მარტს, შინ „ფუენლაბრადასთან“ ელით.