შერმადინის 6 ქულა და გამარჯვება დრამატულ მატჩში

შერმადინის 6 ქულა და გამარჯვება დრამატულ მატჩში

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტალიის სერია „ა“-ში გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ცენტრის გუნდი „რეჯიო ემილიას“ შეხვდა და დრამატულ მატჩში, 1 ქულის სხვაობით – 64:63 დაამარცხა.
ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო ქართველი ცენტრი. მოედანზე გატარებულ 14 წუთში გიორგიმ 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. შერმადინმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
კანტუელებმა 8 მარცხის წილ მე-5 გამარჯვება იზეიმეს და ტურის სხვა მატჩების გამართვამდე, მე-10 ადგილზე გადაინაცვლეს. შერმადინის გუნდი მომდევნო თამაშს, 4 იანვარს, სტუმრად, “პეზაროსთან” ელის.