იტალიაში საპლეიოფო რბოლა გამძაფრებულია გიორგი შერმადინის გუნდისთვის. „კანტუ“ საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად იბრძვის, თუმცა უკვე მეორე მატჩია, დასანანად – 1 ქულით აგებს. ამჯერად კანტუელები სტუმრად „პისტოიასთან“ დამარცხდნენ – 87:88.
გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 18 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა მოიპოვა და ამას 2 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მოაყოლა. საუკეთესო დარიუს ჯონსონ-ოდომი გახდა 21 ქულით, 16 მიითვალა მეტა ვორლდ ფისმა, იგივე რონი არტესტმა, რომელიც წლების წინ ნბა-ში საუკეთესო დამცველად ითვლებოდა.
ამ წაგებამ კანტუელები ცხრილსი მე-11 ადგილამდე დააქვეითა. შერმადინის გუნდს 10 მოგების წილ 13 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩი „კანტუს“ 4 აპრილს, შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ „უპეასთან“ ელის.