შერმადინის 8 ქულა და მარცხი ვილნიუსში – ლიეტუვოს რიტასთან

შერმადინის 8 ქულა და მარცხი ვილნიუსში – ლიეტუვოს რიტასთან

გიორგი შერმადინის ესპანური გუნდი “უნიკახა” ევროთასის გათამაშებაში ჩაერთო. მალაგელები წინა სეზონში ევროლიგაში თამაშობდნენ, თუმცა წლევანდელ გათამაშებაში ადგილი ვერ მოიპოვეს და ULEB-ის მიერ გამართული ტურნირებიდან რანგით მეორე გათამაშებაში – ევროთასში ასპარეზობენ.

აღნიშნული ტურნირის სასტარტო ტურში “უნიკხამ” ვილშნიუსში – “ლიეტუვას რიტასთან” ითამაშა და შეხვედრა 8 ქულით – 80:72 მოიგო. ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:35 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კიოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და ის ესპანური გუნდის რიგებში მხოლოდ ფრანგ ცენტრ მატიას ლესორს (16) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ “უნიკახა” ევროთასის D ჯგუფშია. მასთან ერთად ჯგუფში თამაშობენ მონტენეგროს “მორნარი”, გერმანიის “სკაილაინერსი”, იტალიის “ტურინი”, რუსეთის “უნიქსი” და ლიტვის “რიტასი”.

“უნიკახას” D ჯგუფში მომდევნო შეხვედრა 9 ოქტომბერს ელის, როდესაც ფრანკფურტის “სკაილაინერსს” უმასპინძლებს.