შერმადინის 8 ქულა და ტენერიფეს მე-9 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

შერმადინის 8 ქულა და ტენერიფეს მე-9 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ფიბას ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. ესპანური კლუბი ამჯერად ბერძნულ პერისტერის ესტუმრა და 80:54 იმარჯვა.

ტენერიფე თავიდანვე დიდი უპირატესობით დაწინაურდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ ქართველი ცენტრი ჩვეულად დიდხანს არ დატვირთა. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18:55 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

იბეროსტარის რიგებში საუკეთესო ბრაზილიელი გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 10 პასი.

ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში ლიდერობას ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი 14 იანვარს, შინ, მე-2 ადგილზე მყოფ ჩეხურ ნიმბურკთან გამართავს.