შერმადინის ბენეისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში – 21 ქულა 14 წუთში

შერმადინის ბენეისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში – 21 ქულა 14 წუთში

გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფემ“ ევროთასის მორიგ ტურში რუმინული „კლუჟ-ნაპოკა“ დიდი სხვაობით, 113:73 გაანადგურა, ხოლო ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

გიორგი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პარკეტზე გატარებულ 13:50 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა (მათ შორის 2 შეტევაში) და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. ამასთან, მან 1 დაკარგვა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო, ხოლო მეტოქეები მის წინააღმდეგ წესებს უჩვეულოდ ხშირად — 7-ჯერ დაირღვნენ.

შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

აღსანიშნავია, რომ „ტენერიფემ“ 6 შეხვედრიდან 5 გამარჯვება მოიპოვა და B ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა. მომდევნო მატჩს გიორგის გუნდი 11 ნოემბერს, ლიეტუვაში „შიაულიაისთან“ ჩაატარებს, მანამდე კი, 8 ნოემბერს, ესპანეთის ლიგა ენდესაში „ბადალონის ხუვენტუტს“ უმასპინძლებს.